სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოგონა გამოცდების წინა პერიოდში სხეულის ისტერიულმა ქავილმა შეაწუხა და ფიქრობდა, რომ სტრესის ბრალი იყო, სინამდვილეში კი ორგნიზმს მეტასტაზები უტევდა

ინგლისელმა რევინ სეტიმ ქავილის ჩივილით ექიმს პირველად 2017 წლის ნოემბერში მიაკითხა. მედიკოსმა ინფექციის დიაგნოზი დაუსვა, რომელიც, მისი ვარაუდით, პატარა ტკიპებისგან იყო გამოწვეული. გამოუწერა სპეციალური მალამო და სახლში გაუშვა წერს გამოცემა Mirror.

როგორც თავად პაციენტი განმარტავს, ქავილი მას შემდეგ დაეწყო, რაც სტაჟირება დაამთავრა ფინანსური კონსულტანტის პოზიციაზე და წინ მნიშვნელოვანი გამოცდა ელოდა, ამიტომ ეს მოვლენა დიდ სტრესს დაუკავშირა. ქავილის შედეგად სხეულზე ისეთი დაზიანებები მიიღო, თითქოს რომელიღაც მწერის ნაკბენები ჰქონდა. მას არც ექიმის დანიშნუმა მკურნალობამ უშველა, ამიტომ ისევ მიაკითხა მას, თუმცა, განსხვავებული დიაგნოზი ვერ მიიღო.

2018 წლის თებერვალში, როდესაც კიდევ ერთ ვიზიტზე მივიდა კლინიკაში, ექიმმა აღმოაჩინა, რომ რევინს ლიმფური კვანძები გადიდებული ჰქონდა, ამიტომ სასწრაფო ბიოფსია დაუნიშნა. აღმოჩნდა, რომ გოგონას ლიმფური სისტემის მეოთხე სტადიის სიმსივნე ჰქონდა.

სეტიმ ქიმიოთერაპიებისა და დასხივების უამრავი პროცედურა გაიარა და ახლა მდგომარეობა უკეთესობისკენაა შეცვლილი.

"მე ახლა ის ადამიანი აღარ ვარ, რაც დიაგნოზის დასმამდე ვიყავი. იმას არ ვამბობ, რომ რაიმე უარესობისკენ არის შეცვლილი, უბრალოდ ბევრი რამ დავაფასე, თითოეული წუთით ტკბობა ვისწავლე და მსურს, ჩემი ისტორია ყველას გავუზიარო, რათა სიმსივნით დაავადებულ ბევრ ადამიანს დავეხმარო - ისინი მიხვდებიან, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - განაცხადა რევინმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100