სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეცნიერებმა ვიტამინებით ყველაზე გაჯერებული პროდუქტი დაასახელეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაამსხვრიეს საზოგადო შეხედულება კარტოფილისა და მის სარგებლიანობასთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, შეხედულება თითქოს კარტოფილი ადმაიანის ფიგურას ვნებს არ არის მართალი.

მასშტაბურმა კვლევებმა დიეტოლოგებს საშუალება მისცა შემდეგი დასკვნა გაეკეთებინათ: კარტოფილი კომბოსტოზე, ბანანსა და თხილზე გაცილებით სასარგებლოა.

ამ „სუპერპროდუქტის“ რეგულარული მიღება ხელს უწყობს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის დარეგულირებასა და სისხლის წნევის ნორმაში ჩადგომას.

ექსპერტებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობას ათასი ზრდასრული ადმაიანი და ცხრაასი ბავშვი იღებდა. მოხალისეები მიირთმევდნენ კართოფილისგან დამზადებულ საკვებს, მეცნიერები კი მათ ორგანიზმში მომხდარ უმნიშვნელო ცვლილებასაც კი ინიშნავდნენ.

აღმოჩნდა, რომ კანიანად შემწვარი კარტოფილი ხუთჯერ მეტ ვიტამინებს შეიცავს, ვიდრე ბანანი. მასში ვიტამინი C სამჯერ უფრო ჭარბობს, ვიდრე სამცალ ავოკადოში.

სწავლულები ირწმუნებიან, რომ კარტოფილის რეგულარული მიღება საუკეთესო ვარიანტია ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. როგორც აღმოჩნდა, კარტოფილი ვიტამინებისა და მიკროელემენტბის შემცველობით ყველა დანარჩენ ბოსტნეულს აღემატება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100