სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

26 სექტემბერს ქუთაისში +26 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან დღეს ვარაუდობენ, ღამით +13 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც მზიანი დღეა ნავარაუდევი. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსს პროგნოზირებენ. ბათუმშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. მზეა მოსალოდნელი ფოთშიც, სადაც დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც მზეა მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. აქ დღე უნალექოდ ჩაივლის. მესტიაშიც მზიანი დღე იქნება, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც მზიანი დღეა. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი. ახალციხეშიც მზეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს. მზიანი დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +22, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +16 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. გორშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. +23 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი. გუდაურში დღისით +11 გრადუსია ნავარაუდევი, მოსალოდნელია მზიანი დღე, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ომალოში მზეა მოსალოდნელი, დღისით +13, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. დღე მზიანი იქნება. გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +21 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. რუსთავშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +23 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისშიც მზიან დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100