სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დაანებოს, თუნდაც შვილმკვდარმა დედამ, სხვისი უდანაშაულო შვილის დადანაშაულებას თავი"

პარტია "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე თოქ-შოუში -"პოლიტრიკის დრო" 26 მაისის აქციაზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, ის რამდენჯერმე შეხვდა გარდაცვლილი პოლიციელის ვლადიმერ მასურაშვილის ოჯახის წევრებს და გამოძიებაში დახმარება შესთავაზა. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა მასთან განაცხადეს, რომ მასურაშვილის დაღუპვის ოფიციალური ვერსია მათთვისაც საეჭვოა.

"დაანებოს, თუნდაც შვილმკვდარმა დედამ, სხვისი უდანაშაულო შვილის დადანაშაულებას თავი, ჩემი შვილი ამ უბედურებასთან არავითარ კავშირში არ არის," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100