ლევან ჯიბღაშვილს ცოლი მოუყვანია და უკვე ბავშვსაც ელოდება მალე
მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის და, თეკლა ჯიბღაშვილი ოჯახურ ფოტოს ავრცელებს, რომელშიც ლევანთან ერთად ბიზნესმენის ქალიშვილი სალი სულხანიშვილი არის გადაღებული.
როგორც ჩანს, ლევანმა დიდი ხანია ცოლი მოიყვანა, რადგან მის მეუღლეს უკვე კარგად მოზრდილი მუცელი აქვს. ნინიკო ნაცარიშვილთან დაშორების შემდეგ მალევე გავრცელდა ხმა, რომ მსახიობი ძველ შეყვარებულს დაუბრუნდა და წყვილმა ურთიერთობა აღადგინა, თუმცა არც ერთი მათგანი არ ადასტურებდა ამ სიახლეს. ახლა კი, ისინი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ და მალე მშობლები გახდებიან.
კომენტარი