ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით 15 წლის მოზარდი გადაიცვალა. ამის შესახებ მედიას კლინიკაში უდასტურებენ. დირექტორის, დავით რეხვიაშვილის განცხადებით, კლინიკური სიკვდილი გუშინ ღამით დაფიქსირდა. მისივე ინფორმაციით, მოზარდი ციციშვილის კლინიკაში პირველი სექტემბრიდან მკურნალობდა, მისი მდგომარეობა შესვლისთანავე მძიმედ შეფასდა და პირდაპირ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. პაციენტს დატვირთული ანამნეზი და თანმხლები პრობლემები ჰქონდა. ამჟმად ციციშვილის კლინიკის რეანიმაციაში 21 პაციანტია მოთავსებულია, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
კომენტარი