სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავტოსაგზაო შემთხვევა დადიანზე - დაღუპულია ახალგაზრდა ცოლ-ქმარი

თბილისში, დადიანის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალი საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელია. შორენა ყასუმაშვილი სააგენტოში სტილისტ-კორექტორის პოზიციაზე მუშაობდა.

ავარიის შედეგად დაიღუპა მისი მეუღლეც.

დრონი.ჯი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, დადიანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, გუშინ ღამით მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად დაშავდა ასევე სამი ადამიანი, რომელიც კლინიკაში არიან გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100