სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მტკივნეული ფოტოები, რომლებიც სირიაში არსებულ მდგომარეობას ნათლად ასახავს

უკვე შვიდი წელია სირიაში მძვინვარებს ომი, რომელმაც ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 2011 წლის 15 მარტს გაიმართა პირველი დემონსტრაცია ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც იმ დროს უკვე მეთერთმეტე წელი მართავდა ქვეყანას.

მას შემდეგ უამრავი ქვეყანა ჩაერთო სირიის დიქტატორის წინააღმდეგ ბრძოლაში. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი. ამის შემდეგ ბევრი შემზარავი ფაქტი მოხდა, საზოგადოებამ გამუდმებულ შიშში ცხოვრება დაიწყო, ხდებოდა უამრავი ტერაქტი, იხოცებოდნენ ბავშვები, იყო ბევრი მუქარა და გაფრთხილება, თუმცა სიტუაცია არასდროს განმუხტულა.

დღე-ღამეში უამრავი საჰაერო შეტევა ხორციელდება მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით, მათ შორის სკოლებსა და საჯარო დაწესებულებებზე. განადგურებული შენობების აღდგენა კი ვერ ხერხდება, მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებები აღწევს დაშავებულ მოსახლეობამდე, ისიც გაჭირვებით.

ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები აღშფოთებას ვერ მალავენ იმის გამო, რომ ასადის ჯარისკაცები ხშირად მოსახლეობისთვის განკუთვნილ მედიკამენტებს ართმევენ მედიკოსებს.

ფოტოები, რომლებიც აქ არის წარმოდგენილი, საკმაოდ მძიმეა, თუმცა კიდევ უფრო მძიმეა მათი მდგომარეობა, ვინც ცხოვრობს სირიაში, გამუდმებით ესმის სროლისა და აფეთქებების ხმა და დაძინებისას არ იცის, მეორე დილით ცოცხალი იქნება თუ არა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100