სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი თმის ფერი იქნება მოდაში 2017 წლის შემოდგომაზე?

ბოლო რამდენიმე სეზონი მოდაში იყო ერთი და იგივე სტილის ვარცხნილობები - შატუში, ომბრე, ბუნებრივი ეფექტის მელირება. ყველა სილამაზის სალონში თითქმის სულ ერთი და იგივე შემოთავაზებას იძლეოდნენ სტილისტები. თუმცა, 2017 წლის შემოდგომის სეზონისთვის ჟურნალმა ELLE-მ ახალი ტენდენციები წარმოადგინა და მანდილოსნებს მისცა რჩევა, რომ დროა განსხვავებული ვარცხნილობები სცადონ.

გთავაზობთ ახალ მოდურ ვარცხნილობებს, რომელიც ამ სეზონის მოდას ეხამება:

„მარწყვის ქერა“

ასე ეწოდენა გახუნებულ ვარდისფერ თმას, რომელსაც თამამი გოგონები ატარებენ. მათ არ ეშინიათ თამამი ექსპერიმენტების. ასეთი ფერის თმა განსაკუთრებით ეფექტურია საშუალო და მოკლე ვარცხნილობის თმაზე. მშვენიერი ალტერნატივაა იმ გოგონებისთვის, რომლებსაც თმა ქერად ჰქონდათ შეღებილი.

„პლატინა“

მოვერცხლისფრო-ფერფლისფერი თმა ამ სეზონზე განსაკუთრებულად მოდურია და ზედმიწევნით შეესაბამება ახალ ტენდენციებს. ასეთ ვარცხნილობებს ატარებენ ის ქალები, რომლებიც ვერ იტანენ რუტინასა და ერთფეროვნებას. მთავარი კრიტერიუმია თეთრი სახის კანი, მუქი სახის ფერს ის არც თუ ძალიან უხდება, ასე რომ, ამ საღებავის არჩევისას უნდა გაითვალიწინოთ კანის შესაბამისობაც.

„კარამელი“

მუქი ფერთა პალიტრა ყოველთვის პოპულარულია შემოდგომის სეზონის დაწყებასთან ერთად. წელს განსაკუთრებით მოდაშია კარამელში შერეული ჩალისფერი და ოქროსფერი ტონები. ასეთი ვარცხნილობა ნებისმიერი ტიპის კანს ძალიან უხდება და უფრო მეტ ელეგანტურობას სძენს ვიზუალს.

„წითელი ოქრო“

ეს ამ სეზონის ფავორიტი ფერია. „წითელი ოქრო“ ჯერ კიდევ წინა თვეებში გამოჩნდა სხვადასხვა სელებრითების ვარცხნილობებში, თუმცა ჯერ კიდევ არაა ყველა მზად ამ ექსპერიმენტისთვის. ამიტომ, ალტერნატივისთვის შესაძლოა მას შოკოლადისფერი ტონი შეურიოთ, რათა რადიკალური ცვლილების არ შეგეშინდეთ.

„დარიჩინი“

ის უახლესი ტენდენციების მოწინავე პოზიციაზე დგას. განსაკუთრებით ეფექტურია მასში შერეული ოქროსფერი და თაფლისფერი გამები. მათ, ვისაც გლამურული იმიჯი მოსწონს, ეს ვარცხნილობა განსაკუთრებით შეეფერებათ.

„მზის კოცნა“

მათთვის, ვისაც მელირება ძალიან უყვარს, ეს ვარცხნილობა ყველაზე მისაღებია ახალ სეზონზე. ვინაიდან ომბრე და შატუში მეორეხარისხოვანი გახდა, გთავაზობთ მელირების ახალ ალტერნატივას - „მზის კოცნა“, რომელიც სომბრეს სტილშია წარმოდგენილი და სხვადასხვა ფერის მუქი და ღიქ ტონალობები ერწყმის ერთმანეთს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100