სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაკავებული რეპერები პატიმრობიდან გათავისუფლდებიან

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ნარკოდანაშაულისათვის დაპატიმრებულ მუსიკოსებზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს. "ორშაბათს ან სამშაბათს რეპერები პატიმრობიდან თავისუფლდებიან. ხალხს დიდი ძალა აქვს!" - წერს ადვოკატი.
პროკურატურის ოფიცილაურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰიპ-ჰოპ პროექტის ”ბირჟა მაფიას” წევრებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახე - პატიმრობა შეიძლება ნაკლებად მსუბუქი ღონისძიებით შეიცვალოს. განცხადების მიხედვით, პროკურატურა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი.


ჰიპ-ჰოპ პროექტის ”ბირჟა მაფიას” წევრების საქმე, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტს შეეხება, გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა. ამასთან პროკურატურამ მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ წევრების გამოკითხვის საფუძველზე გამოძიება პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100