სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქართული ოცნების" კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი მეზურნიშვილი სოფელ დოესსა და სოფელ გრაკალში იმყოფებოდა.
კანდიდატმა შეხვედრაზე სოციალური საკითხების, სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, პროდუქციის გასაღების ბაზრის, დასაქმების, განხორციელებული პროექტებისა და არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა.
"საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარეობს სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში", რომლის მიზანია ქვეყანაში მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერა.
სასიხარულოა, რომ ამ სოფლიდან რამდენიმე ადამიანმა უკვე მიიღო დაფინანსება. სულ მალე სოფლის გაზიფიცირების პროექტირება დაიწყება. ასევე მომზადებულია პროექტი სოფლის სასმელი წყლის მაგისტრალური ქსელის ნაწილობრივ რეაბილიტაციაზე" , - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100