სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოფელ ფურტიოში ახალი სკოლა შენდება / გიორგი თავამაიშვილმა ფურტიოს საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა, მინისტრის მოადგილესთან ვალერი ბერაძესთან ერთად შუახევის მუნიციპალიტეტში სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის მიხედვით ფურტიოში აშენებულია 3 სართულიანი არასტანდარტული, თანამედროვე აქრიტექტურული შენობა, რომელშიც გათვალისწინებულია საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების კაბინეტი, სველი წერტილები, მათ შორის შშმ პირთათვის და პედაგოგებისთვის, ადმინისტრაციული დანიშნულების კაბინეტები. შენობაში განთავსებულია სპორტული დარბაზი.

პროექტი ითვალისწინებს შენობის სრულ მოპირკეთებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. სრულად კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია და დაიგება ბეტონის მონოლითური საფარი. მოეწყობა ლითონის კვადრატული ღობე. ასევე მოეწყობა პანდუსი შშმ პირთათვის.

ამ ეტაპზე დასრულებულია კონსტრუქციული სამუშაოები. მიმდინარეობს სახურავის, ფასადის და შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ასევე მიმდინარეობს სპორტული დარბაზის კედლების მოწყობა.

სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს“ნოველთი“. მშენებლობის საერთო ღირებულება შეადგენს 935 110 ლარს.

აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების" მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს 13 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. პროგრამის საერთო ბიუჯეტია 5 336 900 ლარი.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100