სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთმა მოღალატე პოლკოვნიკის გამო 50 მილიონი იზარალა

რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის დანაკარგებმა, შესაძლოა, საკმაოდ სოლიდურ თანხას, 50 მილიონ დოლარს მიაღწიოს, რაც ყოფილი პოლკოვნიკის, ალექსანდრე პოტეევის „დამსახურებაა“.

ეს ციფრი რუსულმა გაზეთმა „ვედომოსტიმ“ დაასახელა, სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის ინფორმაციაზე დაყრდნობით. რამდენიმე დღის წინ, ალექსანდრე პოტეევს სამშობლოს ღალატისა და დეზერტირობისათვის დაუსწრებლად მიუსაჯეს 25 წელი.

რუსეთიდან იგი ერთი წლის წინ გაიქცა. დაუზუსტებელი ინფორმაციით მოღალატე პოლკოვნიკი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. პოტეევს ჩამოერთვა პოლკოვნიკის წოდება და ყველა ჯილდო. სასამართლომ დაადგინა, რომ საგარეო დაზვერვის სამსახურის ამერიკის განყოფილების ყოფილმა უფროსმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი არალეგალ–მზვერავთა ჯგუფი გასცა, გაამჟღავნა მათი ვინაობა, დაფინანსების მექანიზმი და საკომუნიკაციო არხები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100