"რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლო განხილვა დღეისთვის დასრულებულია
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლო განხილვა დღეისთვის დასრულებულია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება , მომდევნო პროცესი 26 ოქტომბერს, 10:00 საათისთვის ჩაინიშნა.
დღეს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიმოიხილა როგორც მოსარჩელე მხარის სარჩელი, ასევე მოპასუხე მხარის შესაგებელი, რითაც ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვისას შუამდგომლობების ეტაპი დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მოსამართლემ მოპასუხე მხარის შუამდგომლობაზე, რომელიც "რუსთავი 2"-სთვის და მისი მფლობელებისთვის ყადაღით მიღებული ზიანის ანაზღაურებას უკავშირდება, გადაწყვეტილება სწორედ 26 ოქტომბერს უნდა გამოაცხადოს.
კომენტარი