სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით ქართული ოცნება პოზიციებს თმობს

ქართული ოცნება პოზიციებს თმობს. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მმართველ პარტიას გაცილებით ნაკლები მისცემდა ხმას, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას.

NDI-ის კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, კოალიცია "ქართულ ოცნებას" მხარს გამოკითხულთა 11% დაუჭერდა , "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი 13%. უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პროცენტული მონაცემები ასე გადანაწილდა: კატეგორია "არ ვიცი" აირჩია 35%, "არც ერთი პარტია" – 14%, "უარი პასუხზე" – 13%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"- 13%, კოალიცია "ქართული ოცნება" – 11%, ირაკლი ალასანია "თავისუფალი დემოკრატები" და "პატრიოტთა ალიანსი" 4-4%, "ლეიბორისტული პარტია" 3%. ასევე 3% მოდის კატეგორიაზე – "სხვა".

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

პრეზენტაციაზე მხოლოდ მედიასაშუალებები არიან მიწვეული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100