სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი პოეტის წერილი ფეისბუქის აქტიურ მომხმარებლებს

ქართველმა პოეტმა რეზი ქინქლაძემ სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც droni.ge უცვლელად გთავაზობთ.

“მოკლედ დავიწყებ იმით რომ Mark Zuckerberg შენ უნდა მართავდე მსოფლიოს, ისე ადვილად შეძელი ამდენ გაჭირვება გამოვლილ და მაინც ფეხზე მდგარ ქართველების დაშტერება და დაზომბება , შენ რომ არა არ იქნებოდა ეს სოციალური ქსელი რომელსაც facebook-ი ქვია ,ზუსტად ამის ქსელის დამსახურებაა ის რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში ,ამდენი შური, ბოღმა, გაუცხოვება ადამიანებს შორის, სწორი და საღი აზრის საპირისპიროდ შემობრუნება,ვწერთ,ვამბობთ, და ვამტკიცებთ იმას რასაც პირისპირ ადამიანებს ვერასდროს ვეტყვით , facebook–ია ზუსტად ჩვენი მთავარი მე და ნამდვილი სახის წარმოჩენის ყველაზე დიდი ტელევიზორი, სადაც ვლაპარაკობთ იმას რასაც მართლა ვფიქრობთ და ამას ან ეთანხმებიან, ან არა და ყველაზე ხშირ შემთხვევაში გბაძავენ, და თუ მე ვარ "არა ადამიანური" ფიქრების მატარებელი ჩემი აქ არსებობით სხვასაც იგივე სენს ვდებ .

აქამდე ბავშვები იზრდებოდნენ ოჯახებში , სწავლობდნენ მშობლებისგან , ბებია–ბაბუისგან, და–ძმისგან და მეგობრებისგან სამაგალითო საქციელებს , ხედავდნენ სიყვარულს ,სითბოს სიახლოვეს და შემდეგ გაჟღენთილები სხვისთვისაც სამაგალითოს და მისაბაძს ხდიდნენ ამ ყველაფერს , ახლა ?

ამ სოციალურ ქსელმა მიგვიყვანა იქამდე, რომ აღარ გვეყო ერთმანეთის ლანძღვა გინება, ჭორების გავრცელება, მუქარები,მკვლელობა,და პოლიტიკური ბინძური პიარი გადავედით ჩვენი სარწმუნოების ლანძღვა გინებაზე, და განვიკითხავთ იმას ვისი მადლით და ლოცვითაც ვცოცხლობთ, და დღეს თუ სხეულში სულის ნატამალი დაგვრჩენია მისი დამსახურებაა, ეს უკვე finish–ია ! გ ი ლ ო ც ა ვ თ !” – წერს რეზი სოციალურ ქსელში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100