სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მე ვიმყოფებოდი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საქართველოში, სადაც ჩვენ გაყალბება, დაშინება ვნახეთ" - ლუაზო

"მე ვიმყოფებოდი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საქართველოში, სადაც ჩვენ გაყალბება, დაშინება ვნახეთ" - ამის შესახებ ვროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ნატალი ლუაზოს შეფასებით, საჭიროა, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ დებატებისთვის არა მხოლოდ დრო გამონახოს, არამედ რეზოლუციის სახით საკუთარი პოზიცია ფორმალურად დაამტკიცოს.

კოლეგებო, მე ვიმყოფებოდი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საქართველოში, სადაც ჩვენ ვნახეთ გაყალბება, დაშინება, შესაბამისად, მინდა დებატები გავმართოთ ამ საკითხზე ევროპარლამენტში. რაც ხდება ახლა საქართველოში, ვსაუბრობ პროტესტზე, ხალხი ქუჩაში გამოვიდა საქართევლოსა და ევროკაშირის დროშებით და ისინი ევროკაშირისგან ელოდებიან თანხმობას.

სამწუხაროდ, ევროპულმა საბჭომ ვერ გამონახა დრო ამ საკითხზე ესაუბრა ბოლო შეხვედრის დროს. ჩვენ უნდა გამოვნახოთ დრო არა მხოლოდ დებატებისთვი, რაც ახლა საქართველოში ხდება, ასევე ფორმალურად დავამტკიცოთ ჩვენი პოზიცია რეზოლუციის სახით. სწორედ ამიტომ გთხოვთ ეს საკითხი დღის წესრიგსი ჩავამატოთ", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ცნობისთვის, დღეს, 13 ნოემბერს, ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე საგანგებო დებატები ჩანიშნა.

დებატები, რომელზეც "ევროპარლამენტარები საქართველოს სადავო საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, მათ შორის, რუსეთის სავარაუდო ჩარევას" განიხილავენ, საათ ნახევარში დაიწყება და საქართველო დღის წესრიგში მეოთხე საკითხად არის ჩასმული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100