სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ემოციური გადაწყვეტილებებისგან თავის შეკავება ყოველთვის საჭირო იყო - მიტროპოლიტი გრიგოლი კორონავირუსის პრევენციულ ზომებზე

როგორ შეცვლის ბრძოლა კორონავირუსთან საეკლესიო ცხოვრებას - დაახლოებით 1 საათში ფოთისა და ხობის ეპარქიაში სასულიერო პირები შეიკრიბებიან და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ. სამღვდელო დასი და სამონასტრო კრებული გადაწყვეტილებას დღესვე გაასაჯაროებენ, რის შემდეგაც დაგეგმილი ღონისძიებების შესრულებას მრევლთან ერთად შეუდგებიან.

ბოლო ინფორმაციით, ამ შეხვედრას არ უერთდებიან სხვა ეპარქიის წარმომადგენლები. ეს შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც შეიცვალა ზიარების შემდეგი წესი. გუშინ ტაძრებში მისულ მრევლს ზიარების შემდეგ ერთჯერადი ჭურჭელი დასჭირდა.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა აღნიშნა, რომ სასულიერო პირების შეხვედრამდე და გარკვეული დასკვნების ჩამოყალიბებამდე, ემოციური გადაწყვეტილებებისგან თავშეკავებაა საჭირო.

"ვიდრე ჩვენ შევიკრიბებით, მღვდელმთავრები და ვიდრე გარკვეულ დასკვნებს ჩამოვაყალიბებთ, ასე ნაუცბათევად, ემოციური გადაწყვეტილებებისგან თავის შეკავება ყოველთვის საჭირო იყო. გვექნება ეპარქიის სამღვდელო დასის და სამონასტრო კრებულის შეხვედრა, ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე, ჩამოვყალბდებით როგორ უნდა ვიმოქმედოთ ეპარქიის ეკლესიებში," - განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილმა).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100