სანზონაში სატანისტურმა ახალგაზრულმა სექტამ ლეკვი ცოხლად გაატყავა
„სანზონაში სატანისტურმა ახალგაზრულმა სექტამ, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ლეკვი ცოხლად გაატყავა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის ბავშვები შეესწრნენ.“ - აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელ ფეისბუქში ცხოველთა დამცველთა კავშირის გვერდზე გამოქვეყნდა. Droni.ge სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას უცლელად გთავაზობთ.
„თბილისში ღრმაღელის მეტროსთან ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიასთან, რამდენიმე სრულწლოვანმა ახალგაზრდამ, ცოცხლად გაატყავა და მოკლა ლეკვი. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მოსახლეობამ მოგვაწოდა.
როგორც წყარომ გვაცნობა, ამ საზარელ ფაქტს შეესწრო უბნის რამდენიმე მოზარდი. როგორც ბავშვები ყვებიან, დაახლოებით 20- 22 წლის ოთხი ბიჭი და ერთი გოგო სარიტუალუ სამოსებში ჩაცმულები იყვნენ და ეგრედწოდებულ „სატანისტურ“ რიტუალს ატარებდნენ, (მათ ეჭირათ შავი სანთლები და სატანისტურ ტექტებს იძახდნენ) რა დროსაც ცოცხლად გაატყავეს ლეკვი.
როგორც ბავშვის მშობელი აცხადებს, მის 9 წლის შვილს მიყენებული სტრესისგან აღენიშნება ემოციური პრობლემები და სიცხეები. ასევე სხვა თვითმხილველებიც ანალოგიურ სტრესში იმყოფებიან. ადგილობრივი მცხოვრები ასევე აღნიშნავს, რომ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიასთან, სადაც მიტოვებული შენობაა, ხშირად დადიანა რიტუალური ტანისამოსით შემოსილი ახალგაზრდების ჯგუფი, თუმცა მათი სადისტური რიტუალების შესახებ ახლახანს გახდა ცნობილი. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს სამართალდამცავი ორგანოებისგან და აცხადებენ, რომ ამ საზარელი ფაქტის გამოძიება უნდა დაიწყოს, რათა არ მოხდეს ამ სადისტურ ჯგუფთან სხვა ახალგაზრდების მიზიდვაც.
მოსახლეობა თანამშრომლობისთვის მზადაა, თუმცა რამდენად სერიოზულად მოკიდებს სამართალდამცავი ორგანოები ამ ფაქტის გამოძიებას ხელს ეს უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს 259-ე მუხლი, რომელის გათვალისწინებითან ცხოველის წამება და მოკვდინება ისჯება 2 წლის თავისუფლების შეზღუდვით, ამ მუხლის ბუნდოვანების გამო გამოძიება უგულველყოფს ფაქტებს და აშკარა დანაშაულებრივი კვალის საქმეს არ იძიებს.
„სამოქალაქო საზოგადოება ცხოველთა უფლებებისთვის“ ვფიქრობთ, რომ ამ საქმეში მხოლოდ ცხოველის მიერ ჩადენილი სისასტიკე არ იკვეთება. აქ გვაქვს ფანატიკოს და საკმაოდ აგრესიულ ჯგუფთან საქმე, რომელთა საქმიანობაც მომავალში შეიძლება ადამიანებისა და ბავშვების წამებაში გადაიზარდოს. ასევე საშიშროებაა, რომ ამ სადისტურმა ჯგუფმა შემოიკრიბოს სხვა ახალგაზრდები და სიტუაცია უკონტროლო ფაზაში გადავიდეს, ამიტომ სასწრაფოდ მოვითხოვთ რეაგირებას სამართალდამცავი ორგანოებისგან და დაიცვან მოსახლეობა ამდაგვარი სექტური და საშიში ჯგუფებისგან“ - ნათქვამია ცხოველთა დამცველთა კავშირის ფეისბუქ პოსტში
კომენტარი