31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი - გაუთვალისწინებელი გარემოებები და სიტუაციები საფრთხეს მოასწავებენ. მომავლის მხოლოდ დადებით და პოზიტიურ მხარეზე ნუ იფიქრებთ. დიდი ალბათობაა, რომ დღეს წამოწყებული პროექტი თქვენთვის არასასურველ შედეგებს გამოიღებს.
კურო - ნუ შეიკეტებით ერთ ოთახში, მოქმედების დროა! სიტუაციაზე დროულად მაოხდინეთ რეაგირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შფოთვა და ნერვიულობა გარდაუვალია.
ტყუპები - ჩვეულებრივი, რუტინული დღე, შესაძლოა, მოულოდნელმა მოვლენამ რადიკალურად შეცვალოს. დღის მეორე ნახევარში მოვლენები თქვენს სასარგებლოდ განვითარდება.
კირჩხიბი - შრომისმოყვარეობა და აქტიურობა გმართებთ. სანამ რაიმეს იტყვით, კარგად დაფიქრდით, ვინაიდან, თქვენმა ერთმა სიტყვამაც კი, შესაძლოა, მწვავე შედეგები გამოიღოს.
ლომი - დღეს, შესაძლოა, ნებისმიერი წვრილმანი დიდ პრობლემად გადაგექცეთ. თუ გსურთ სწრაფად განახორციელოთ თქვენი გეგმა, გამბედაობა მოიკრიბეთ და საქმეს შეუდექით. დღის მეორე ნახევარში დრო ოჯახს დაუთმეთ.
ქალწული - შესანიშნავი დღეა ნაცნობების წრის გასაფართოვებლად. ოპტიმისტური განწყობის მიზეზი მთელი დღის განმავლობაში გექნებათ.
სასწორი - პროფესიულ საქმიანობაში წინსავლა გელოდებათ. გარშემომყოფების დამორჩილება დღეს გაგიადვილდებათ. თუმცა, ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული.
მორიელი - დღეს განსაკუთრებულად ცნობისმოყვარე იქნებით. პატარა წარმატებაც კი დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
მშვილდოსანი - არ აყვეთ თქვენს მიმართ გამოთქმულ კრიტიკასა და აგრესიას. კარგი დღეა ბავშვებთან ურთიერთობისათვის. გაუფრთხილდით მეორე ნახევართან ურთიერთობას.
თხის რქა - ჩვეული გარემოება მომაბეზრებელი გახდება. გაგიჩნდებათ დასვენების, განმარტოების სურვილი. საღამოს აზარტული თამაშები მიგიზიდავთ.
მერწყული - დღეს მდიდრულად ცხოვრების სურვილი გაგიჩნდებათ. ადვილად დახარჯავთ ფულს. გაგიადვილდებათ საკუთარი შესაძლებლობების გამომჟღავნება.
თევზები - გაიზრდება ემოციურობა, რის ფონზეც მოვლენებს არაადექვატურად შეაფასებთ. გაითვალისწინეთ, ცუდი დღეა ფულის დაგროვებისათვის, პირიქით, ზედმეტი ხარჯების გაწევა მოგიწევთ.
კომენტარი