სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ყველას ჰქონდა სურვილი, დაერტყა ხელი" - რჩეულიშვილი დაკავების დეტალებსა და სპეცრაზმის მხრიდან ძალადობაზე

"აბსოლუტურად ყველას ჰქონდა სურვილი, დაერტყა ხელი" - რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს. გუკა რჩეულიშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე 13 მაისს, დილით ადრე დააკავეს და ყვება, რომ მას სამართალდამცავებმა სცემეს.

„მათმა სიძულვილმა მართლაც გამაოცა. აბსოლუტურად ყველას ჰქონდა სურვილი, დაერტყა ხელი ... ჩემ გვერდით მწვანე ან ყვითელ ქურთუკში ჩაცმული ბიჭის დაკავებას ცდილობდნენ. მას გამოვესარჩლე და გადმოვიდნენ ჩემზე. მაშინვე შემაგდეს იმ კორდონში. იქით მხარეს არის ზიზღი. თანამოქალაქის მიმართ ზიზღის კოეფიციენტი იყო წარმოუდგენელი“, ამბობს რჩეულიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100