სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზელენსკი არ გამორიცხავს, რომ პუტინთან შეხვედრა არ შედგეს

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზადაა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის, თუმცა არც ის გამორიცხა, რომ შეხვედრა არ შედგეს. ზელენსკის თქმით, იმის თქმა, რომ "არ დაგელაპარაკები", დღეს ყველაზე მარტივია:

"ყველაზე მარტივია იმის თქმა, რომ არ დაგელაპარაკები და გასაგებია, რატომაც იმის შემდეგ, რაც გააკეთე... " თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი ჟურნალისტებთან მართავს შეხვედრას. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთმა უკრაინაში გენოციდი ჩაიდინა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინთან მოლაპარაკებებში უკრაინის პოზიცია უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე რუსეთის.

"იქნება ისე, როგორც იქნება. შეიძლება მოხდეს, რომ შეხვედრა არ იყოს. ეს შეიძლება მოხდეს", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინამ და რუსეთმა პირისპირ მოლაპარაკებების ხუთი რაუნდი გამართეს. დიალოგი მხარეებს შორის რამდენჯერმე ონლაინ ფორმატშიც შედგა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100