კლინიკა „ჯანმრთელობის სახლის“ პჯრ ლაბორატორია გთავაზობთ - სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (* ქლამიდია, * გონორეა * პაპილომა ვირუსი) დიაგნოსტიკას
კლინიკა „ჯანმრთელობის სახლის“ პჯრ ლაბორატორია გთავაზობთ - სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (* ქლამიდია, * გონორეა * პაპილომა ვირუსი) დიაგნოსტიკას.
მსოფლიო ჯანდაცვის
ორგანიზაციის მონაცემების საშვილოსნოს ყელის კიბო მეორე ადგილზეა ძუძუს კიბოს
შემდეგ.
HPV ტესტი
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონპონენტს წარმოადგენს Pap
ტესტთან და კოლპოსკოპიასთან ერთად.
ადამიანის პაპილომა
ვირუსი სქესობრივი გზით გადამდები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციაა.
არსებობს 200-მდე
პაპილომა ვირუსის სხვადასხვა ტიპი და მათგან 40-მდე გადაეცემა სქესობრივი გზით
(ვაგინალური, ანალური, ორალური). აქედან 14 გენოტიპი იწვევს საშვილოსნოს ყელის
დისპლაზიურ ცვლილებას, კიბოსწინარე დაავადებებს და კიბოს.
იშვით შემთხვევებში
შესაძლებელია ვირუსი დედიდან შვილზე გადაეცეს მშობიარობის დროს.
ზოგიერთ შემთხვევაში
პაპილომა ვირუსი ხანგრძლივად რჩება ორგანიზმში და იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს.
ინკუბაციის პერიოდის
ხანგრძლივობა (დაინფიცირებიდან დაავადებების სიმპტომის გამოვლენამდე)
დამოკიდებულია ვირუსის ტიპებსა და სხვა დამატებით ფაქტორებზე.
მაგალითად:
CPV6 და 11 ტიპით
დაიფიცირებიდან გენიტალური მეჭეჭების გამოვლენამდე საჭიროა საშუალოდ 3 კვირიდან 8
თვემდე პერიოდი.
HPV 16,18 ტიპით
დაინფიცირებიდან კი საშვილოსნოს ყელის კიბოს ჩამოყალიბებას შესაძლებელია 10-20
წელი და მეტი დასჭირდეს.
უმეტეს შემთხვევაში HPV
ინფექცია მიმდინარეობს უსიმპტომოდ, თუმცა შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი
სიმპტომები:
·
გენიტალური მეჭეჭების
წარმოქმნა;
·
საშოდან უმიზეზო
სისხლიანი გამონადენი;
ადრეულ სტადიაზე
ექიმი ვერ ამჩნევს საშვილოსნოს ყელის ცვლილებებს. ამიტომ ყველა ქალისთვის ძალიან
მნიშვნელოვანია რეგულარულად ჩაიტაროს ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევა Pap ტესტი და HPV გენოტიპირება.
დროულად აღმოჩენილი
პაპილომა ვირიუსი - საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციაა.
დამატებითი ინფორმაციისა და პჯრ ლაბორატორიის სერვისებით სარგებლობისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე
ტელ: ☎️ ( 995 32 ) 2 12 09 24; 0322 25 90 50.
მის: ქ. თბილისი წინანდლის 9-20
შემოგვიერთდით ფეისბუქზე https://www.facebook.com/hhealthhouse/?fb_dtsg_ag=Adxa5SLbmuLxQdib4vLU8jWm5T1Qzotsqbi_oWjCnLwrPA%3AAdwbbOwu0hBLvR4oUEzvgapo9qt6mUU0N587aI87V2V-Qg
კომენტარი