სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ნუ მიიღებთ. ნურც სხვების საქმეებში ჩაერევით. სიფრთხილე გმართებთ უცხო ადგილას, ალკოჰოლურ თრობასთან.

კურო
ნუ გახდებით ილუზიების მსხვერპლი, შეიძლება მატერიალურ კეთილდღეობას დაგპირდნენ და ცუდ საქმეში ჩაგითრიონ. დაკვირვება გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას.

ტყუპი
ნუ გამოიჩენთ ინიციატივას, ნუ გარისკავთ. მოერიდეთ ტყუილს, ჭორებს. აგრეთვე, - ალკოჰოლისა და მედიკამენტების მიღებას. არაფხიზელ მდგომარეობაში საჭეს ნუ მიუჯდებით.

კირჩხიბი
სიახლეები დაკვირვებასა და სიფრთხილეს მოითხოვს. მოერიდეთ უცხო ადგილებში ღამით მარტო სიარულს. დააკვირდით გარშემო მყოფებს, რათა ამოიცნოთ ტყუილი. ნუ ჩაერთვებით საეჭვო გასართობში.

ლომი
ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, მოერიდეთ ექსპერიმენებს. იყავით დაკვირვებული კონკურენტებთან, მომსახურების სფეროში, უცხო ადგილას. ნუ ენდობით "მზრუნველ" მეგობრებს.

ქალწული
მშვიდად და დაკვირვებულად შეასრულეთ თქვენი ვალდებულებები. დღეს ნუ ეცდებით ორი საქმის ერთდროულად გაკეთებას. ყურადღებას ნუ მიაქცევთ უფროსის კრიტიკას. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.

სასწორი
ნუ ენდობით საეჭვო პირებს. ადამიანი შეიძლება ერთს გპირდებოდეთ და მეორეს გიპირებდეთ. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, ტექნიკასთან და სამედიცინო მომსახურებისას.

მორიელი
ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. მოერიდეთ ინიციატივის გამოჩენას, დაპირებების გაცემას. ნუ დაუმეგობრდებით საეჭვო პირებს.

მშვილდოსანი
არ აჰყვეთ პროვოკაციებს. მშვიდად შეასრულეთ თქვენი ვალდებულებები. მტერს შეიძლება მეგობრის ნიღაბი ჰქონდეს აფარებული. ნუ იმოქმედებთ სხვისი წესებით.

თხის რქა
დღეს მეტად უნდა გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, რეპუტაციასა და პირად დროს. მშვიდად მოაგვარეთ ყოველდღიური საქმეები. ნურაფერს ახალს ნუ დაიწყებთ. ახალი პარტნიორებისა და კოლეგების მიმართ მეტი დაკვირვება გმართებთ.

მერწყული
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, სასიყვარულო ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ სიფრთხილე და დაკვირვება გმართებთ ახალგაცნობილებთან, უცხო გარემოში მოხვედრისას.

თევზები
ნუ ეცდებით სხვათა შეცდომების გამოსწორებას, მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას ახლობლებთან. მეტად დაისვენეთ, ბუნებაში განმარტოვდით. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, დაპირებების გაცემას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100