ჩემპიონატს შაკირა გახსნის!
ცოტაც და, მილიონობით ადამიანი ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ ფეხბურთით იცხოვრებს - 11 ივნისს სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება!
აფრიკის კონტინენტი ამ მასშტაბურ ტურნირს პირველად მასპინძლობს და ორგანიზატორებიც განსაკუთრებულად მოტივირებულნი არიან, რათა ყველას დაუმტკიცონ, რომ მათაც შეუძლიათ საქმის ღირსეულად კეთება.
ამდენი ხნის განმავლობაში, ფიფაც და ტურნირის მომსახურე პროდიუსერული კომპანიაც მალავდნენ იმ შემსრულებლების ვინაობას, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის პატივი ექნებოდათ და აი, საიდუმლოც გაცხადდა: 10 ივნისს დაგეგმილ გრანდიოზულ კონცერტზე პოპ-ვარსკვლავი შაკირა და ჯგუფი „ბლექ აიდ პის“-ი იმღერებენ.
„შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მასშტაბური გახსნის ცერემონიალი აქამდე არცერთ ჩემპიონატს არ ჰქონია. ეს ყველასგან განსაკუთრებული და გამორჩეული იქნება. ალბათ ბევრს უკვე ერთი სული აქვს, როდის მოახლოვდება ივნისი და ასეთთა შორის ვარ მეც“, - განაცხადა ფიფას გენერალურმა მდივანმა ჟერომ ვალკემ.
აქვე გეტყვით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი მატჩი 11 ივნისს მასპინძელ სამხრეთ აფრიკასა და მექსიკას შორის ქალაქ იოჰანესბურგში
კომენტარი