თბილისის 103 ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
კომპანია "თელასი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს. არსებული ინფორმაციით დღეს ღამის პირველი საათიდან დილის 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მთაწმინდისა და ჩუღურეთის რაიონებს. საუბარია 103 ქუჩაზე და 22 ათასამდე მომხმარებელზე.
ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდება: ჩუღურეთის რაიონში: აღმაშენებლის გამზირის, უშანგი ჩხეიძის, დოდო აბაშიძის, უზნაძის, მარჯანიშვილის, ხეთაგუროვის, ნინო ჩხეიძის, სანკტ-პეტერბურგის, წინამძღვრიშვილის, ოცდაექვსი მაისის, ტოვსტონოგოვის, ჩუბინაშვილის, ნინოშვილის, კარგარეთელის, ზურაბ ჭავჭავაძის, კლდიაშვილის, ჯავახიშვილის, კონსტიტუციის, დგებუაძის, პასტერის, კიტა აბაშიძის, ორჯონიკიძის, თვალჭრელიძის, არაგვისპირელის, ჩიქობავას, ტურგენევის, ბოჭორიძის, ვერჰარნის, რომის, ჩერნიშევსკის, სუნდუკიანის, ნეკრასოვის, მაზნიაშვილის, ტყვიავის, მამარდაშვილის, გრანელის, ხიმშიაშვილის, ბენაშვილის, გოცირიძის, ქვლივიძის, ოსიაურის, ლენტეხის, ლოჭინის, ვეძათხევის, ადიგენის, ჩიტაიას, ჩანჩიბაძის, ანაკლიის, სულუხიას, ერისთავის, კიევის, აჯამეთის, ნათიშვილის, ახალციხის, გორკის, კანკავას, ჭოროხის, ჩაისუბნის, ტირიფონის, საბჭოს, სამრეკლოს, გუმბრის, გედევანიშვილის, კუმისის, დოქის, შურდულის, ბუხაიძის, ტეტელაშვილის, ბაქოს, კვინიტაძის, სანთლის, კოლხეთის, ტოლსტოის, სულიაშვილის, წმინდა ნიკოლოზის, ციმაკურიძის და პლატონის ქუჩებს.
მთაწმინდის რაიონში: რუსთაველის გამზირის, რესპუბლიკის მოედნის, ორბელიანის მოედნის, ვერეს დაღმართის, ათონელის, თაბუკაშვილის, ფურცელაძის, ფხოვის, ხაზინის, ჯორჯიაშვილის, ჭანტურიას, აბაშიძის, ვირსალაძის, ხიდის, სანაპიროს, გერცენის, ალექსი-მესხიშვილის, სარაჯიშვილის, საქანელას, 8 მარტის, ლაღიძის, ქუთათელაძის, ბროსეს, კვალის, კახიძის და ალ. ჭავჭავაძის ქუჩებს.
"თელასში" ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის მიზეზებსაც განმარტავენ და ამბობენ, რომ სტიქიამ თბილისში "თბილთეცის" მკვებავი მაღალი ძაბვის კაბელები დააზიანა.
კომენტარი