სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ედუარდ შევარდნაძე გორიდან გამქრალ სტალინს „დასტირის“

საქართველოს ექს–პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე უკმაყოფილოა გორის ცენტრალურ მოედანზე სტალინის ძეგლის დემონტაჟის გამო. მისი თქმით, „ხალხთა ბელადის“ ძეგლის აღებას სსრკ–ს დროსაც აპირებდნენ, მაგრამ ის, რაც ვერ შეძლო სსრკ–ს ხელმძღვანელობამ, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ღამით, მალულად გააკეთა.

„ეს ჩვენი ისტორიაა და სტალინი ქართველი ხალხის შვილია. 1956 წელს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი სსრკ–ს ლიდერი, ნიკიტა ხრუშოვი დჟინებით მოითხოვდა ძეგლის დემონტაჟს, ქართველმა ხალხმა იგი შეინარჩუნა. ეს ხალხის ნება იყო და ამიტომაც, მაშინდელი საქართველოს ლიდერმა ვასილ მჟავანაძემ სტალინის ძეგლის შენარჩუნება შეძლო. „სამწუხაროა, რომ გორელებმა, 50–იანი წლებისგან განსხვავებით, თავიანთი თანაქალაქელის ძეგლის დაცვა ვერ შეძლეს“, – დაამატა შევარდნაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100