ქალწულობა – კომპლექსის, თუ პირიქით – თავისუფლების გამოხატულება?! (კაცის თვალით დანახული)
შევეხოთ კიდევ ერთ „მტკივნეულ“ თემას ქართულ რეალობაში, ე.წ. „ქალწულობის ინსტიტუტს“ და მისი არსებობიდან გამომდინარე მრავალ ალოგიკურ დოგმას და დამახინჯებულ შეხედულებებს…
არცთუ ისე იშვიად შემთხვევაში ეს ორი უკიდურესობა: ქალწულები და თავისუფალი სექსუალური ცხოვრების მქონე გოგონები დაპირისპირებულ მხარეებს წარმოადგენენ და ხშირად გაიგებთ მსგავს კომენტარებს ე.წ. „პატიოსანი გოგონებისგან“:
- მამაკაცი, რომელიც ცოლად არაქალწულს მოიყვანს – უთავმოყვარეოა;
- ამ გოგონებს პატრონი არ ჰყავთ ყველასთან რომ წვებიან?
- მე „ბოზებთან“ არ ვმეგობრობ, არაფერი მაქვს საერთო მათთან
- და სხვა მრავალი…
რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის სხვისი ცხოვრება, ან რატომ ახდენს ეს გავლენას მეგობრობაზე?
აშკარად, ადამიანები გვიყვარს, ვაფასებთ და ვმეგობრობთ ჩვენი საერთო ინტერესებიდან, სანდოობიდან, კარგი იუმორიდან, ინტელექტის დონიდან, მსგავსი ინტერესებიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე და არა იმის გამო, თუ ვისთან გაატარა მან გუშინდელი ღამე…
რატომ არის მნიშვნელოვანი სხვისი სექსუალური ცხოვრება ჩვენთვის, როცა ვირჩევთ მეგობარს?
მინახავს მსგავსი არაერთი შემთხვევა:
- ჩემ ერთერთ ყოფილ სამსახურში, გოგონას სამსახურში აყვანაზე თქვეს უარი, რადგან ის იყო განქორწინებული, შესაბამისად იქნებოდა „ბოზი“ და ეს მუშაობაში ხელს შეუშლიდა… სრული შოკი მივიღე;
- იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როცა ჩემ ერთერთ ქალწულ მეგობარს გავაცანი გოგონა, რომელთანაც მქონდა ფლირტი… პირველი არა, მაგრამ მესამე შეკითხვა ნამდვილად შეეხებოდა მის ქალწულობას და როგორც კი გაიგო, რომ მას სექსი ჰქონია, „ქალწულმა მეგობარმა“ სასწრაფოდ გამიყვანა ცალკე და ლაზათიანად გამომლანძღა ჩემი „უთავმოყვარეობის“ გამო. „გურამ, თუ გართობა გინდა, არ არის პრობლემა, მაგრამ სერიოზულად როგორ შეიძლება შეხედო ასეთ გოგოს?“ – ჩემი გაბრაზებაც ლოგიკურად მძაფრი იყო…
სამწუხაროა, რომ ადამიანებს ვაფასებთ სექსუალური, პოლიტიკური, რელიგიური, ეთნიკური და სხვა მსგავსი ნიშნებით, როცა, თუ ლოგიკურად ჩავუღრმავდებით – ჩვენ თვითონვე ვაღიარებთ, რომ ამის გამო არ ვმეგობრობთ…
- მახსენდება კიდევ ერთი შემთხვევა, როცა ჩემმა ნაცნობმა იქორწინა და საზოგადოებაში ამაყად აცხადებდა, რომ მისი ცოლი იყო ქალიშვილი, როცა რეალურად თვითონაც კარგად ხვდებოდა და მისთვის მისაღები იყო, რომ ეს ასე არ იყო… რატომ არის ჩვენთვის საკუთარ შეხედულებებზე უფრო მნიშვნელოვანი მეზობლების და ნათესავების აზრი?!
ამავე პრინციპით არ რჩებიან ვალში არაქალიშვილი გოგონები და მათგანაც ხშირად მოისმენთ ქალიშვილების მისამართით გამოთქმულ ირონიულ ფრაზებს:
- 30 წლის ქალიშვილი? რა მარაზმია!
- უსექსობის გამო არიან ფსიქიკურად შერყეულები… და ა.შ.
თუ გოგონა „თავს ინახავს“ მხოლოდ მეზობლების ჭორაობის თავიდან ასარიდებლად და რეალურად ოცნებობს სექსზე, ანუ გათხოვებაზე, დაგეთანხმებით, რომ ეს მარაზმია, მაგრამ თუ გოგონას არ აქვს სექსი მხოლოდ იმიტომ, უბრალოდ არ ჰყვარებია, ან არ ჰქონია დიდი სიმპატია ვინმეს მიმართ, ან უბრალოდ არ აქვს ამის სურვილი – რატომ არის ეს სირცხვილი?
ვფიქრობ, ქალწულების კრიტიკაც იგივე კომპლექსია, როგორც მეზობლებისთვის მოგონილი „პატიოსნება“ და თუ ქალიშვილობა საკუთარი მორალის, სურვილების ამოძახილია – კომპლექსი საერთოდ არ არის, პირიქით – ეს თავისუფლების გამოხატულებაა.
მორალი: მივხედოთ ყველამ ჩვენს „ბოზ“ თუ ქალწულ მამიდას მივხედოთ და ცხოვრება გაცილებით უფრო ბედნიერი იქნება, ჩვენთვისაც და ჩვენი გარშემომყოფებისთვისაც.
ქალწულობა არ არის ღირსება და არც სირცხვილი, ისევე, როგორც თავისუფალი სექსით არ ისაზღვრება ადამიანის ღირსება, ეს არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა და როცა გადაწყვეტს მაშინ ექნება სექსი, ან საერთოდ არ ექნება. და აქვე, კომპლექსია, როგორც ლაგამის ამოდება და თავის შეკავება დიდი სურვილის მიუხედავად – ასევე „ბომონდში“ გარევის მიზნით დაკარგული ქალიშვილობა.
მორალი: იცხოვრეთ საკუთარი და არა მეზობლების და ნათესავების სიამოვნებისთვის!
კომენტარი