სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

COVID-19-ის პრევენციისთვის "ევროპაბეთი" დისტანციურ მუშაობაზე გადადის

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად "ევროპაბეთი" და "პოპმედიის" სამივე საიტი - popsport, popmusic და popx დისტანციურ მუშაობაზე გადადის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, "ბეთსონ ჯგუფის“ თანამშრომლები საქართველოში სახლიდან იმუშავებენ. ამასთანავე, ოფლაინ კაზინოების მომხმარებელთა დასაცავად, "ევროპაბეთის" ყველა კაზინოს, სლოტ კლუბსა თუ ტოტალიზატორს დეზინფექცია ჩაუტარდება. მო
ხმარებელთა და თანამშრომელთა დასაცავად, ისინი ასევე, სპეციალური სანიტარული საშუალებებითაც აღიჭურვება.

COVID-19 ის გავრცელების პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებები "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი ბიზნესის პოლიტიკის ნაწილია. კომპანია 2015 წლიდან შვედური "ბეთსონ ჯგუფის" წევრია, რომელიც გემბლინგ ინდუსტრიაში უკვე 55 წელია მოღვაწეობს და ოცამდე ბრენდს აერთიანებს. მის მთავარ ღირებულებას მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვა წარმოადგენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100