სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ ქალმა ჟანგიანი ავტობუსი მიზერულ ფასად შეიძინა და მისგან საოცნებო სახლი შექმნა

ჩვენს დროში დამოუკიდებლად, იპოთეკისა და უამრავი ვალის გარეშე სახლის შეძენა წარმოუდგენელია. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც მიტოვებული ან გაფუჭებული ტრანსპორტისგან ისეთ სახლებს ქმნიან, თან ისე იაფად, რომ ჩვენ მხოლოდ მასზე ოცნება თუ შეგვიძლია.

ამერიკელ ჯესი ლიპსკინს ყოველთვის უნდოდა საკუთარი საცხოვრებელი ბინა ჰქონოდა, თუმცა ფინანსები არასდროს უწყობდა ხელს. მანჰეტენზე ბინების ფასი 2 მილიონი დოლარიდან იწყება, ჯესი კი ხვდებოდა, რომ ამ თანხას ვერასდროს მოაგროვებდა, ამიტომ გადაწყვიტა ინტერნეტში ნანახი ხერხისთვის მიემართა და ძველი ავტობუსისგან შეექმნა ოცნების სახლი.

30 წლის ლოპკინსმა მიზერულ ფასად იყიდა 1966 წლის დაჟანგული ავტობუსი და შეუდგა მის გადაკეთებას. უამრავი ადამიანი, მათ შორის ჯესის დედაც სკეპტიკურად უყურებდა ახალგაზრდა ქალის განზრახვას, თუმცა რამდენიმე მეგობრის დახმარებით მან მოახერხა და ავტობუსში მართლაც შექმნა ისეთი მყუდრო გარემო, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება საცხოვრებელ გარემოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100