ქართული ფილმი "დაისის მიზიდულობა" სარაევოს კინოფესტივალზე
12-20 აგვისტოს ბოსნია-ჰერცოგოვინას დედაქალაქი სარაევო საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს.სალომე ჯაშის ფილმი "დაისის მიზიდულობა" ფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაშია წარდგენილი.
"დაისის მიზიდულობა" საქართველოს და გერმანიის კოპროდუქციაა. იგი რეგიონული სატელევიზიო არხის საშუალებით ერთი პატარა ქალაქის შესახებ მოგვითხრობს, სადაც რიტუალები და ტრადიციები, ნორმები და დოგმები ცხოვრების წესს განსაზღვრავს და სადაც თანამედროვე მსოფლიოს ანარეკლიც იჭრება.ფილმის მსოფლიო პრემიერა ნიონის კინოფესტივალზე შედგა, სადაც სალომე ჯაშმა მთავარი ჯილდო The Main Prize of Regard Neuf section მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ დეა კულუმბეგაშვილის პროექტი "დაისი" ფესტივალის CineLink კოპროდუქციის ბაზრობაზე იქნება წარმოდგენილი, რატი ონელის დოკუმენტური ფილმის პროექტი "მზის ქალაქი" კი სექციაში Docu Rough Cut მიიღებს მონაწილეობას.
ასევე, 14-დან 20 აგვისტოს ჩათვლით, სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ორგანიზებულ სექციაში "ახალგაზრდა ტალანტების პლატფორმა" მონაწილეობის მისაღებად, საქართველოდან გაემგზავრებიან კინო ოპერატორი დიტო დეკანოსიძე და რეჟისორი ზურა დემეტრაშვილი.
სარაევოს ტალენტების პლატფორმის მიზანია ხელი შუწყოს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების პროფესიულ განვითარებას, რათა ისინი გახდნენ ევროპული და საერთაშორიოს კინოინდუსტრიის ნაწილი, ასევე მიეცეთ უცხოელ კოლეგებთან ერთად ახალ პროექტებზე მუშობის საშუალება.
კომენტარი