სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კაიზერული ომლეტი

მასალა:

2 ცალი კვერცხი

1 სუფრის კოვზი შაქარი

1 ჭიქა ფქვილი

1/8 ლიტრი რძე

1 სუფრის კოვზი კარაქი

1 ჩაის კოვზი ქიშმიში

ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი

რძე, კვერცხები, შაქარი და ფქვილი კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. ტაფაზე გავადნოთ კარაქი და ფრთხილად დავასხათ ზედ მომზადებული მასა. როდესაც ომლეტის ძირი შეიბრაწება, დავამატოთ ქიშმიში და დარიჩინი, შემდეგ გადმოვაბრუნოთ მეორე მხარეს და 2 ჩანგლის დახმარებით დავყოთ ომლეტი ნაწილებად, რის შემდეგაც შევბრაწოთ ისე, რომ ხრაშუნებდეს. დავამატოთ შაქრის პუდრა და სუფრაზე მაშინვე მივიტანოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100