რამდენიმე მედია საშუალებამ ავღანეთში ქართველი სამხედროს დაღუპვაზე ცრუ ინფორმაცია გაავრცელა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის - 21 წლის პავლე თაბაგარის გარდაცვალაების ფაქტს არ ადასტურებს და მედიის ცალკეულ წარმომადგენლებს მოუწოდებს, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.
„დღეს დილიდან რამდენიმე სინფორმაციო სააგენტომ და ორმა სატელევიზიო არხმა გაავრცელა გადაუმოწმებელი ინფორმაცია ქართველი ჯარისკაცის - პავლე თაბაგარის ავღანეთში დაღუპვის შესახებ. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და არის სრული სიცრუე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მასმედიას არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია, არ მიაყენონ ფსიქოლოგიური ტრამვა ჯარისკაცების ნათესავებს და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
კომენტარი