2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი - სანამ დასახული გეგმის შესრულებას შეუდგებით, სამუშაო ადგილი მოაწესრიგეთ, შეძლებისდაგვარად გაალამაზეთ. დღეს თქვენი თითოეული ნაბიჯი წინასწარ უნდა იყოს გათვლილი და შემუშავებული.
კურო - თავისუფლად შეგიძლიათ ენდოთ თქვენს შინაგან ხმას. თუ ცუდი მძღოლი ხართ, ვარსკვლავები დღეს საჭესთან დაჯდომას არ გირჩევთ, ვინაიდან, საგზაო საცობებმა შეიძლება სრულ ისტერიკამდე მიგიყვანოთ.
ტყუპები - დღევანდელი დღის მარტო გატარებას ვარსკვლავები არ გირჩევენ. აუცილებლად გაატართ საღამო მეგობრების წრეში. თავი აარიდეთ უცნობ ადამიანებთან კონტაქტს.
კირჩხიბი - კარგი იქნება თუ მოზღვავებულ აგრესიას შეიკავებთ და თავს აარიდებთ უთანხმოებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტნიორთან სამუდამოდ დამშვიდობება მოგიწევთ.
ლომი - დღის პირველ ნახევარში მოგეცემათ შანსი, ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. შესაძლოა დაიძაბოს ურთიერთობა თქვენს მეორე ნახევართან, კერძოდ კი მეუღლესთან. შეეცადეთ თავი უსარგებლო არგუმენტებით არ იმართლოთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
ქალწული - დღეს ნებისმიერ საქმიანობაში წარმატება გელით. გაიზრდება თქვენი გავლენა და პოპულარობა. არ შეშინდეთ, თუ პირველი ნაბიჯები სასრუველ შედეგს არ გამოიღებს, ბოლოს ყველაფერი თქვენი სურვილისამებრ დასრულდება.
სასწორი - დღეს ვარსკვლავები გირჩევენ იყოთ მზადყოფნაში: ნებისმიერი წვრილმანი შესაძლოა დიდ პრობლემად გადაგექცეთ. არ აყვეთ თქვენს მიმართ გამოთქმულ კრიტიკასა და აგრესიას, ვინაიდან ამ ყველაფერს სრულიად დამსახურებულად მიიღებთ.
მორიელი - დღის პირველ ნახევარში ოპტიმისტური განწყობის მიზეზი მოგეცემათ. შეეცადეთ პოზიტიური განწყობა საღამომდე შეინარჩუნოთ, ის აუცილებლად დაგჭირდებათ.
მშვილდოსანი - დღე შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად და პერსპექტიულად, იმ პირობით, თუ სახლში არ დაჯდებით და შეეცდებით აქტიურად გამოიყენოთ ყველა მოცემული შესაძლებლობა.
თხის რქა - მაღაზიაში გამყიდველის რჩევები გაითვალისწინეთ, კონსულტანტი თქვენთვის საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას მოგაწვდით. თქვენი ინტერესები მჭიდრო კავშირში იქნება სხვის გეგმებთან.
მერწყული - გამოიჩინეთ შემწყნარებლობა. ვინაიდან, თქვენმა ერთმა სიტყვამაც კი შესაძლოა მწვავე შედეგები გამოიწვიოს. დაძაბული დღე გექნებათ, ამიტომ თავი აარიდეთ ყოველგვარ პროვოკაციულ სიტუაციებს
თევზები - დღეს ჩვეულებრივი მოვალეობების შესრულება მოგიწევთ. არ არის გამორიცხული, პრობლემები შეგექმნათ დოკუმენტებთან, ან თანამშრომლებთან. შესაძლოა, ექიმთან ვიზიტი მოგიწიოთ.
კომენტარი