სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთში, როსტოვის ოლქში, ნავთობის რეზერვუარები დაიწვა

რუსეთში, როსტოვის ოლქში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ აზოვის რაიონში ცეცხლი ნავთობპროდუქტების რეზერვუარებს უკიდია. წინასწარი მონაცემებით, ხანძრის ფართობი 5000 კუბურ მეტრს შეადგენს.

სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში არ არის ნათქვამი, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. როსტოვის ოლქის გუბერნატორმა და სხვა ადგილობრივმა წყაროებმა გაავრცელეს ცნობა, რომ უკრაინული დრონები აზოვში ნავთობის საცავებს დაესხნენ თავს.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სულ მცირე ხუთი აფეთქების ხმა გაიგეს, დაწერა "ტელეგრამ" არხმა - "Это Ростов".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100