ესპანეთში დაკავებულ ქართველ „კანონიერ ქურდს“ საქართველოში გაასამართლებენ
ესპანეთის ხელისუფლებამ ე.წ. კანონიერი ქურდის, კახაბერ შუშანაშვილის საქართველოში ექსტრადაციაზე თანხმობა განაცხადა. ესპანური პრესის ცნობით, შუშანაშვილი ესპანეთის პოლიციამ 2010 წლის მარტში კატალონიაში ჩატარებული მასშტაბური ოპერაცია "იავას" დროს დააკავა. ოპერაციის შედეგად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან 20 დამნაშავე დააკავეს, რომლებსაც ადგილობრივი პოლიცია "რუსულ მაფიასთა" კავშირში ადანაშაულებს.
საქართველომ ესპანეთს შუშანაშვილის ექსტრადაციის მოთხოვნა 2011 წლის აპრილში გაუგზავნა. ესპანურ გაზეთ El Pais-ის ინფორმაციით, საქართველო შუშანაშვილს ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს. თანამემამულეს, რომელიც საბერძნეთის ქალაქ სალონიკში რესტორანს ფლობს, ის 40 000 ევროს სძალავდა, მას ბრალად ედება რამდენიმე მძიმე დანაშაულიც.
ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებით, ესპანეთში შუშანაშვილი 2005 წელს მას შემდეგ ჩავიდა, რაც იძულებული გახდა საქართველოდან გაქცეულიყო. ესპანეთის ტერიტორიაზე დანაშაულებრივი დაჯგუფება ძირითადად ფულის გათეთრებით იყო დაკავებული.
კახაბერ შუშანაშვილის საქართველოში ქსტრადაციაზე თანხმობა ესპანეთმა 5 იანვარს განაცხადა.
კომენტარი