"ჩემს შვილს ეკლესია შეაძულეს... ბევრმა სასულიერო პირმა დაგვწყევლა, მარიამი რომ ჯვრისწერის გარეშე გათხოვდა, ეს იყო დიდი პროტესტი" - პეტრე კოლხი
პეტრე კოლხი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მედიაშიც ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი სასულიერო პირია. რამდენიმე თვის წინ პეტრე კოლხმა ოჯახისგან მოშორებით, მარტო ცხოვრება არჩია და ერთაწმინდაში დასახლდა. როგორც ამბობს გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ მარტო ყოფნა სჭირდებოდა. თუმცა სასულიერო პირის თქმით, ოჯახი მის წასვლას ვერ შეეგუა და დროის დიდ ნაწილს, მისი შვილები სწორედ ერთაწმინდაში, მამასთან ატარებდნენ. "ვერ შეეგუა ოჯახი. ვერც მარტო ვერ ვარ, უმეტესად იქ არიან ჩემი შვილები. არ გამომივიდა გაქცევა. მეც ჩამოვდივარ და ისინიც ჩამოდიან. ან სად შეიძლება გაექცე 6 შვილს? მარტო ყოფნა მიყვარს, რადგან ბევრს ვწერ. ერთაწმინდაში ყოფნა ძალიან დამეხმარა არამხოლოდ წიგნის გამოცემაში, ლექსების წერაშიც. უკეთესად ვლოცულობ. ხშირად საკუთარუ თავისგანაც გავდივარ. არ მიყვარს ერთიდაიგივე სიტუაცია. ნინო (მეუღლე) ჩემზე ძლიერია, პედაგოგია და ხმაურს მიჩვეულია სკოლაშიც სახლშიც. მე ბავშვების ჭიჭყინს დიდად ვერ ვიტან, ვიღლები, ფსიქიკა ადვილად მეღლება და მერე ვერაფერს ვაკეთებ, ძალიან რთულია მრავალშვილიან ოჯახში სიმშვიდე შეინარჩუნო. მყავს 2 გოგონა და 4 ბიჭი" - ამბობს პეტრე კოლხი "ფარულ კონვერტში" საუბრისას.
კომენტარი