სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარაგვაელმა ეპისკოპოსმა მობილური ტელეფონების მფლობელები შეაჩვენა

პარაგვაელმა კათოლიკე ეპისკოპოსმა მობილური ტელეფონების საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყო. ეპისკოპოსმა კლაუდიო სილვერომ, რომელიც პარაგვაის დედაქალაქიდან 54 კილომეტრით დაშორებულ ქალაქში მოღვაწეობს, „ასოშიეტედ პრესის“ კორესპონდენტს განუცხადა, რომ მობილური ტელეფონები „წყეულ და ცოდვის ხელშემწყობ ნივთებად“ გამოაცხადა, მათი მფლობელები კი შეაჩვენა.

პარასკევს მან სააგანტოსთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ მობილური ტელეფონები ადვილად ხელმისაწვდომს ხდიან პორნოგრაფიულ ვებ–გვერდებს და არასასურველი ურთიერთობების განვითარებას უწყობენ ხელს. მისი თქმით, ქრისტიანთა ოჯახების დაახლოებით 40%–ს მიადგა ზარალი, მობილურისა და ინტერნეტის არადანიშნულებისამებრ გამოყენების გამო.

პარაგვაელი ეპისკოპოსის პოზიციას, ზოგადად, არ იზიარებენ როგორც სხვა საეპისკოპოსოების მმართველები, ასევე ვატიკანიც. ცნობილია, რომ მობილური კავშირგაბმულობა უდიდეს როლს თამაშობს რომის პაპის ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც მის კომუნიკაციის, ასევე უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100