სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უზარმაზარმა ვეშაპმა ნახევრადშიშველი ქალი „დააიგნორა“ და თოლიებით დაინტერესდა (ვიდეო)

ინტერნეტში არნახულად პოპულარული გახდა 2 ნოემბერს გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც აღბეჭდილია, როგორ გადაურჩა ახალგაზრდა გოგონა და ორი მეთევზე გიგანტურ ვეშაპს.

კალიფორნიაში, სანტა კრუზის სანაპიროზე გოგონა საცურაო ლეიბით ცურაობდა, როცა ახლოს წყლის ველოსიპედებით ოკეანეში შესული ორი მეთევზე შენიშნა. გოგონა მათთან მიცურდა და საუბარი გაუბა, რამდენიმე წამში კი მათგან სულ რაღაც ათი მეტრის დაშორებით წყლიდან უზარმაზარი, შავი ვეშაპი ამოხტა.

როგორც ჩანს, მტაცებელი თევზი ოკეანის თავზე მოფარფატე თოლიებმა უფრო დააინტერესა, ვიდრე გოგონას „მადიანმა“ სხეულმა, ან იმ დროს სულაც არ იყო მშიერი...

ასეა თუ ისე, კადრებიდან კარგად ჩანს, რომ ვეშაპის მათით დაინტერესების შემთხვევაში ამ სამ ადამიანს გადარჩენის არანაირი შანსი არ ჰქონდა...

ბმული ვიდეოზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100