ევროკავშირი ტურისტებისთვის საზღვრების გახსნას იწყებს
ევროპული ქვეყნები მზად არიან თანაბარი რისკის მქონე ქვეყნებისთვის საზღვრები გახსნან. ევროპული კომისიის რეკომენდაციით საზღვრებზე შეზღუდვების გაუქმების ფაზირებული მიდგომა გულისხმობს „საერთო რისკის პროფილების“ მიერ ერთმანეთთან საზღვრების გახსნას.
„მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვები პირველ რიგში იმ ტერიტორიაზე მოიხსნება, რომლებსაც მსგავსი ეპიდემიოლოგური სიტუაცია აქვთ“. ამასთან, ყურადღება მიექცევა საავადმყოფოებში არსებულ მდგომარეობას, ქვეყანაში ტესტირების მეთოდებს, ზედამხედველობისა და მეთვალყურეობის უნარებს.
როგორც იცით, პანდემიამ ევროპაში ყველაზე მძიმე დარტყმა მიაყენა იტალიასა და ესპანეთს, შესაბამისად მათთვის გარკვეული შეზღუდვები დარჩება.
ესტონეთი, ლიტვა და ლატვია საზღვრებს ერთმანეთისთვის 15 მაისიდან გახსნიან და შექმნიან ბალტიისპირეთის „სამოგზაურო ბუშტს“.
კომენტარი