გაეროს "კაცობრიობის კვდომის რუკაში" საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც არ ნადგურდება
გაეროს მეცნიერებმა კაცობრიობის კვდომის რუკა შეადგინეს, რომლის თანახმად, რუსეთი იმ ქვეყნების ათეულში შევიდა, რომლებიც ყველაზე ადრე დაიღუპება. მათი პროგნოზით, რუსეთი 2888 წელს განადგურდება ანუ 800 წლის შემდეგ. უკრაინა რუსეთის შემდეგ 400 წლით გვიან დაიღუპება. ყველაზე შორეულ პერსპექტივაში, პროგნოზების მიხედვით აშშ ნადგურდება. საქართველო კი იმ ქვეყანათა ნუსხაშია, რომელსაც განადგურება არ უწერია.
ამასთან, მეცნიერების აზრით, არსებობენ ქვეყნები, რომლებიც საერთოდ არ განადგურდებიან. ეს არის მთელი აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი, მაგრამ არა ირანი, შუა აზიისა და კავკასიის ქვეყნები, ავღანეთი, პაკისტანი, ინდოეთი, მონღოლეთი, ინდონეზია, ფილიპინები, ასევე ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა - ბრაზილიისა და ჩილეს გარდა.
პროგნოზი მოსახლეობის წარმოების სუფთა კოეფიციენტის მიხედვით დგება. გამოკვლევის მიხედვით, 10 ქვეყანაში, რომლებიც ყველაზე ადრე განადგურდებიან შედიან: მაკაო, ჰონკონგი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, რუსეთი, მალტა, სლოვაკეთი, სინგაპური, რუმინეთი, უნგრეთი და მაკედონია.
ხოლო იმ 10 ქვეყნის ნუსხა, რომელიც ყველაზე გვიან დაიღუპებიან შემდეგნაირად გამოიყურება: აშშ, ვირჯინიის კუნძულები, სენტ-ლუსია, ტუნისი, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა, აზერბაიჯანი, ავსტრალია, ანტილის კუნძულები და ნორვეგია.
კომენტარი