სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის დადგენილებაში ნათქვამი.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა 2015 წელს მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რის საფუძველზეც მას საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმდა. 2017 წლის ივლისში პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, ხოლო ცოტა ხნის წინ ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100