სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროექტი "შემოდგომის შეკრება"

15 სექტემბერს, 14:00 საათზე, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერთ, ა/ო "ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის", შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სპორტის რამდენიმე სახეობაში, შეჯიბრს მოაწყობს. ღონისძიებას, მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი დაესწრება.

სპორტული ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა შეჯიბრი კალათბურთში, სამაგიდო ტენისში, დარტსში და პნევმატური იარაღიდან სროლაში. შეჯიბრში მონაწილეობას 30-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი მიიღებს. სპორტული ღონისძიების დასრულებისთანავე გაიმართება მუსიკალური კონცერტი, სადაც ნომრებს შეასრულებენ ნიაზ დიასამიძე, ჯგუფი "ბანდეროლი" და "მთიები".

სპორტული ღონისძიების მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩართვა საგანმანათლებლო-სპორტულ ღონისძიებებში და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

სპორტული შეჯიბრი არის პროექტ "შემოდგომის შეკრების" ნაწილი, რომლის ფარგლებში სექტემბრის ბოლომდე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ა/ო "ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის" ჩაატარებს კიდევ 2 ღონისძიებას - ოთხი ეკლესიის პანდუსირებასა და რთველს.

პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უწყება - "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი".

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100