სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვორონეჟში მე–15 სართულიდან გადმოვარდნილი ქალი გადარჩა

ვორონეჟში მცხოვრები ქალი მე–15 სართულზე მდებარე საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან გადმოვარდა და გადარჩა, – ამის სესახებ „რია ნოვოსტის“ ვორონეჟის სასწრაფო დახმარების მორიგე ექიმმა აცნობა.

რამდენიმე დღის წინ ვორონეჟში, ლიზიუკოვის 89–ში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. დაზარალებული, რომელსაც მრავლობითი ტრავმატოლოგიური დაზიანებები აღენიშნებოდა, სასწრაფომ ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანა. 1986 წელს დაბადებული ქალი რეანიმაციის განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება.

მედიკოსთა აზრით, დაახლოებით 50 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდნის შემთხვევაში ცოცხლად გადარჩენა მხოლოდ იმ შეთხვევაშია შესაძლებელი, თუ ობიექტი აბსოლუტურად ყველა კუნთის მოდუნებას შესძლებს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კი ვორონეჟის მილიციამ მოკვლევა დაიწყო. თუ დადგინდა, რომ ორი შვილის დედის აივნიდან გადმოვარდნაში რაიმე კრიმინალური ქმედებაა გარეული, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100