აი რას წერენ ცნობილი ქართველები პატრულის რისხვა ეკატერინეზე
ეკატერინე ყურშიტაშვილი დღეს მთავარი თემაა, ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ვიდეოების შემდეგ სადაც ჩანს თუ როგორ იგინება და „ებლატავება“ პატრულს ქერა ლამაზმანი ინტერნეტჰიტი რამდენიმე საათში გახდა და სოციალურ ქსელშიც ფართოდ განიხილება.
თელაველ ეკას ფეისბუქზე სტატუსები ცხობილმა ქართველებმაც მიუძღვნეს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.
მომღერალი ანრი ჯოხაძე: ჩვენ დავიმსახურეთ "ეკა" !!!
პარლამენტარი ირმა ნადირაშვილი: ივანიშვილს უნდა ამ ქვეყანაში ავტორიტეტი მხოლოდ მის ზვიგენს ჰქონდეს
ტოლვილთა და განსახლების ექსმინისტრი კობა სუბელიანი: გასაოცარი დემოკრატია სახეზეა
შალვა ნათელაშვილის ვაჟი და ლეიბორისტული პარტიის წევრი ბექა ნათელაშვილი: ეკაზე აქტუალურ თემად ლარის კურსის ვარდნა რატომ მიმაჩნია? ჩემშია პრობლემა ? ისე თემის გადაფარვა მესმის მახსოვს, პირველი ბიუჯეტის გარღვევა ელისო ჩაფიძის გათხოვებამ გადაფარა, ლარის კურსი ეკამ ქალებს უმადლოდე ხადურო
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია: თქვენც აგოიმებთ ხოლმე პატრულს,ხალხო???? :( :(
ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა: რამდენი ჩაყარა თავისი უაზრო ამბიციების გამო, დახსნა მთელი საპატრულოს უფროსობა. რა ეშველება ეხლა ვიღას დაურეკავს?
პარლამენტარი მარიამ საჯაია: ვაი ჩვენს პატრულს, უბედურს
ნანუკა შოუს თანაწამყვანი ლევან როსტოშვილი: მე მიყვარს ეკა
მომღერალი ბექა ჩხაიძე: თუ სიბერეში სმენა დამირჩა ყურში წაშლილი!? გთხოვთ დამატირეთ "ეკატერინე ყურშიტაშვილი"
პოეტი ზურა სალუქვაძე: ძაან ბანძი ქალი ხარ ეკა (და ეკასნაირებო ვისაც თავი სხვაზე უკეთესი გგონიათ) და ამ ბანძზე ბევრად ბანძია პატრული... ამისთანა ბანძ მოქალაქე(ებ)ს რომ ასე აბლატავებს ! (რიგითი პატრული რაა... ჩვენს ქვეყანაში ხომ ყველაფერი ზემოდან მოდის და ზედა პოლიტიკა როგორია კი ხედავთ თქვენც)
პარლამენტარი გოგა ხაჩიძე: შენ ჩინოვნიკი აღარ გაგეკარება...
მომღერალი მაია დარსმელიძე: როდესაც პატრულს აჯ***ს, ეს დამუღამებული "იმდენი 10/40 ლარი მაქვს" ისე ევასება, რომ ორგაზმისეულ სიამაყეს განიცდის... აი ასეთი ქაჯები ოცნებობენ რომ პატრული, რაც შეიძლება მალე, ისევ გაი-ს დაემსგავსოს... ამაზრზრენი
პროდიუსერი კახი მამულაშვილი(მამულიჩა): დღეს პატრულმა გამაჩერა, ვუთხარი ეკას მეგობარი ვართქო და გამიშვა. მადლობა ეკუშ რომ არსებობ.
იუმორისტი გიგა ტაბიძე: დღეიდან ეკას წილხვედრი ქვეყანა ვართ
კომენტარი