პენიტენციურმა უკან დაიხია - მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა
ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა და ის მედიკამენტების მიღებას აგრძელებს. მესამე პრეზიდენტს ტელევიზორით სარგებლობის უფლება აქვს.
პროტესტი მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, მას შემდგ გამოაცხადა, რაც მის საკნად ქცეულ პალატაში გლდანის ციხის ის თანამშრომლები შევიდნენ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში არიან მხილებულები და უთხრეს, რომ მის მიერ დაზიანებული სამედიცინო აპარატის გამო, დისციპლინური სასჯელი დაეკისრა, რის გამოც გამოურთეს ტელევიზორი და შეუზღუდეს მნახველების მიღების უფლება.
კომენტარი