სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი შაქარაშვილის და: ამ გოგოს სიყვარული გიოს მიმართ მაშინ გამოიხატა, როცა მან გიოს დაკარგვის შესახებ გაიგო და სხვების მსგავსად დამალა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული მეგობრის, ლუკა გოგავას ჩვენების მიხედვით, გიორგი შაქარაშვილს მცხეთაში, დაბადების დღეზე მყოფი ერთ-ერთი გოგო, მარიამ ხატისკაცი მოსწონდა.

თავად მარიამ ხატისკაცი კი გიორგისთან ერთად გადაღებულ ფოტოს საკუთარ instagram გვერდზე აქვეყნებს წარწერით: „you are in my heart and i love you more than ever. შენ ჩემს გულში ხარ და მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს“, – წერს მარიამ ხატისკაცი.
მარიამის სტატუსს გარდაცვლილი ფეხბურთელის და, ანი შაქარაშვილი ასე ეხმიანება:
1) გიო დაბადების დღეზე დაუპატიჟებლად არ წასულა, თუ ვინმე ასე თვლის ალბათ საკუთარი თავიდან გამომდინარე!
2) გიო დაბადების დღეზე წავიდა გასართობად და არა კონკრეტულად ვინმეს გამო!
3) რაც შეეხება ამ გოგოს, მისი სიყვარული გიოს მიმართ მაშინ გამოიხატა, როცა მან გიოს დაკარგვის შესახებ გაიგო და სხვების მსგავსად დამალა!
4) მადლობა
5) ნახვამდის


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100