10 წლის ნიკუშას ჩვენი დახმარება სჭირდება!
საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ უკვე 4 წელია სრულიად უფასოდ უწევს დახმარებას 600 საწოლს მიჯაჭვულ ადამიანს, მათ შორის 12 მცირეწლოვანი ბავშვია. ცოტა ხნის წინ მათ მზრუნველობის ქვეშ 10 წლის ნიკოლოზ ხარაიშვილი აიყვანეს. მას ბავშვთა ცერებრალური დამბლა აქვს, დაბადებიდან საწოლსაა მიჯაჭვული, ვერ დადის, ვერ ჯდება და ვერ ლაპარაკობს.
ნიკუშას, დედა უვლის, სრულიად მარტო. დამხმარე არავინ ყავს... როდესაც ნიკუშა ასეთი დიაგნოზით დაიბადა, მზიას ურჩევდნენ უარი ეთქვა ბავშვზე, ეუბნებოდნენ, რომ დროთა განმავლობაში მისი მოვლა სულ უფრო და უფრო ძნელი გახდებოდა. მაგრამ მზია თავის ცხოვრებას უფრო ადვილად დათმობდა, ვიდრე ნანატრ შვილს!
საუბარი, იმის შესახებ, როგორ დარჩა მარტო, ღია ცის ქვეშ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთან ერთად, მზიას არ უყვარს.
ახლა, ისინი ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს ერთ–ერთ პალატაში ცხოვრობენ, ყოველგვარი პირობების გარეშე. ჭერიდან წყალი ჩამოდის, ბავშვის დაბანას მზია დიდი პრობლემით ახერხებს.
ძველ, ნახევრად დაშლილ დივანზე სძინავთ. ნიკუშა იზრდება და ამ დივანზე დატევა სულ უფრო ძნელი ხდება, როგორც დედისთვის ასევე ბავშვისათვის.
ამ პატარა ოჯახს არანაირი შემოსავლის წყარო არ აქვს. მზია ვერ მუშაობს, რადგან პატარა ნიკუშას წუთითაც ვერ ტოვებს. თანხის უქონლობის გამო, საჭმელს სოციალურ სასადილოში იღებენ.
ექიმების თქმით, პატარა ნიკუშას მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს თუ მას სარეაბილიტაციო კურსი ჩაუტარდება და სათანადო მკურნალობა ექნება. მაგრამ ამაზე საუბარიც ზედმეტია, მზია შვილისთვის ზოგჯერ საჭირო წამლების ყიდვასაც ვერ ახერხებს.
მზიას ძალიან ერიდება, რომ თხოვნით სრულიად უცნობ ადამიანებს მიმართავს, მაგრამ მხარდაჭერას სხვა ვერავისგან მიიღებს.
პარატა ნიკოლოზს ჩვენი დახმარება სჭირდება, მას სასწრაფოდ ესაჭიროება მედიკამენტები, პროდუქტები და თანხა სარეაბილიტაციოდ.
ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ვერ დატოვებს დედა–შვილს ყურადღების გარეშე. ამიტომ იწყებს აქციას, ნიკუშას მხარდასაჭერად! თუ გაქვთ საშუალება თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნიკოლოზ ხარაიშვილი) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/142/
არ არსებობს იმაზე დიდსულოვანი ნაბიჯი, ვიდრე დავეხმაროთ პატარას, რომელიც თვითონ ვერასოდეს გვთხოვს დახმარებას და ვერ გადაგვიხდის მადლობას!
კომენტარი