სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სუპი რძეში გადაზელილი ყველით

მასალა:

რძე - 2 ლიტრი

ყველი - 500 გრამი

პიტნა, მარილი - გემოვნებით

იმერული ყველი დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებად, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ ცხელი რძე და მოვხარშოთ. მოხარშული ყველი რძიდან ამოვიღოთ და დავიწყოთ კოვზით დაზელვა. დაზელვის დროს თანდათან დავამატოთ თითო ჩამჩა მდუღარე რძე, წვრილად დაჭრილი პიტნა და გავაგრძელოთ დაზელვა. გადაზელვის შემდეგ რძე უკან ჩავასხათ მდუღარე რძეში. ყველს დავასხათ ისევ რძე და გავაგრძელოთ ზელვა. ასე მოვიქცეთ, სანამ ყველი კარგად არ გადაიზილება და რძე ცოტათი არ შესქელდება. გადაზელილი ყველი დავჭრათ ნაჭრებად და თითოეულ ულუფაზე დავამატოთ რძე. სუფრაზე ცხელ-ცხელი მივიტანოთ ღომთან ერთად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100