17 წლის ბიჭი, რომელიც ახალციხეში დაიკარგა, ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს
მოზარდი, რომელსაც ახალციხეში, ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ, ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. 17 წლის ბიჭს მკურნალობის კურსი ჩაუტარდება. ის შშმ პირია და ახალციხეში, მინდობით აღზრდაში იმყოფებოდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მეურვისგან გაიპარა.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში ამბობენ, რომ მკურნალობის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ისევ მინდობითი აღზრდისთვის შერჩეულ ოჯახში დაბრუნდება.
„შემოწმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა – ადგილზევე ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევები. მოზარდის ფსიქოემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, სპეციალისტებმა საჭიროდ მიიჩნიეს, რომ გაევლო კლინიკური მკურნალობა, რისი გათვალისწინებითაც იგი სამკურნალოდ სპეციალიზირებულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. მკურნალობის შემდეგ, კი როდესაც რეკომენდირებული იქნება ოჯახურ გარემოში დაბრუნება, მოზარდი კვლავაც გააგრძელებს ცხოვრებას მიმღებ ოჯახში“, – ამბობს სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის უფროსი სოციალური მუშაკი ნინო საანიშვილი.
17 წლის შშმ პირი ახალვიხეში რვა იანვარს დაიკარგა. იგი სამართალდამცვრლებმა 10 იანვარს იპოვეს.
კომენტარი